“საქართველოს საპენსიო ფონდმა” განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 6.7 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.6 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 612 ათასი ადამიანია.
2025 წლის აპრილში დინამიკურმა პორტფელმა, რომლის ზომაც 39.1 მლნ ლარია, ყველაზე მაღალი ამონაგები აჩვენა და წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა დაბალანსებულმა (ზომა ₾37.7 მლნ) და კონსერვატიულმა (₾6.6 მლრდ) პორტფელებმა თანაბარი – 0.7%-იანი – თვიური ზრდა დააფიქსირეს.
წლიურ ჭრილში, კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის ნომინალურმა ამონაგებმა 12.1% (გაწლიურებული) შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების ნომინალური ამონაგები შესაბამისად 11.7% და 11.2% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 48%, დაბალანსებულში 30.1%, ხოლო კონსერვატიულში 16.1% იყო.
30 აპრილის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 18 749-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 79.2 მლნ ლარი გაიცა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6125…
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 150…